ფიბა ევროპის (FIBA Europe) საბჭომ ზაფხულში გასამართი ტურნირების სტატუსი დაადასტურა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც ორგანიზაციამ ვიდეო-კონფერენციის შედეგად მიიღო –
- გაუქმებულია ევროპის 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატები;
- 2021 წლამდე გადაიდო „პატარა ევროპული ქვეყნების ჩემპიონატი“, რომლის მასპინძლები – კვიპროსი და ირლანდია მასპინძლობის უფლებას ინარჩუნებენ;
- ტურნირები 2021 წელს გაიმართება.
რაც შეეხება ევრობასკეტს, საბჭო განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტურგაი დემირელმა ხაზი გაუშვა ამ ტურნირის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მასზე ხუთშაბათს იმსჯელებენ.
აგრეთვე, სანამ საკლუბო ტურნირებთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, ფიბა კონსულტაციას სწორედ კლუბებთან გაივლის და საკითხზე საბოლოოდ მაისში იმსჯელებს.