FIBA-მ რუსეთის საკალათბურთო ნაკრები ყველა ტურნირს ჩამოაშორა #1TVSPORT
FIBA-მ რუსეთის საკალათბურთო ნაკრები ყველა ტურნირს ჩამოაშორა #1TVSPORT

ევროლიგის შემდეგ, რუსულ კალათბურთს სანქციები დაუწესა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA), რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა რუსი მოთამაშეებისა და ოფიციალური პირების ყველა ტურნირიდან მოკვეთის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრები ვეღარ გააგრძელებს გამოსვლას მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე.

ეს გადაწყვეტილება 3×3-ზე კალათბურთზეც ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ევროლიგის ხელმძღვანელობამ სამი რუსული კლუბი – ცსკა, „უნიქსი“ და „ზენიტი“ ჩამოაშორა 2021-2022 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატს.