ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანელ პილოტს სტუმრობდა და მათ ერთად უყურეს ბრაზილიის გრანპრის.
„სინამდვილეში, ყოველთვის ფრთხილად ვარჩევ სიტყვებს, როცა რაღაცის შესახებ ვყვები. მაგრამ, დიახ, მართალია, ბრაზილიის გრანპრის შვეიცარიაში მიხაელ შუმახერთან ერთად ვუყურე“, – თქვა ტოდტმა.
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი 2013 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ, აღდგენას აგრძელებს.