ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 165 ჯარისკაცი დააკავეს
ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 165 ჯარისკაცი დააკავეს

ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 165 ჯარისკაცი დააკავეს.

სტამბოლის პროკურორების მიერ დაკავების ორდერი 300 ჯარისკაცზე გაიცა, რომელთაგან 211 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ცალკე ორდერია გაცემული გიულენის ორგანიზაციის წევრი 20 ქალის დაკავებაზეც, რომლებიც საკომუნიკაციოდ შიდა აპლიკაცია ByLock-ს იყენებდნენ.

ხუთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

2016 წლის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.