ფესტივალ „ფეხბურთი ყველას“ გამარჯვებული „ნორჩი იუნკერებია“ #1TVSPORT
ფესტივალ „ფეხბურთი ყველას“ გამარჯვებული „ნორჩი იუნკერებია“ #1TVSPORT

ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში, პროექტ „ფეხბურთი ყველას“ ფარგლებში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

პროექტი ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2016 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.

სამდღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ ქუთასის, თერჯოლის, ღვანკითის, აკეთისა და თბილისის ბავშვთა სახლების და სოციალურად დაუცველ ბავშვთა გუნდები, ასევე მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდები.

ფსტივალის გამარჯვებული ღვანკითის „ნორჩი იუნკერები“ გახდა. მეორე ადგილზე ქუთაისის გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე – თბილისის კარიტასის ბავშვთა სახლის გუნდი. ფესტივალის დასრულებისას, დაჯილდოების ცერემონიაზე პატარა ფეხბურთელებს პრიზები სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ დირექტორმა, ნიკოლოზ კაპანაძემ გადასცეს.