უეფა-ს მწვრთნელთა სწავლების ეტაპი დასრულდა #1TVSPORT
უეფა-ს მწვრთნელთა სწავლების ეტაპი დასრულდა #1TVSPORT

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მსმენელებისთვის მეხუთე მოდული გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

მოდულის მიმდინარეობისას კურსის მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს ფიტნეს პერიოდიზაციაზე, ნეგატიურ გადასვლაზე, თამაშის წესებზე, სკანირებაზე. მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, სწავლების პროცესს კი სფფ-ის დიდი დიღმის ცენტრმა უმასპინძლა.

კურსი დასასრულს უახლოვდება, რადგან ექვსი მოდულისგან შედგება და ხუთი უკვე გაიმართა. A ლიცენზიის კურსზე სულ 20 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზია პროფლიცენზიის შემდეგ რანგით მეორე კატეგორიაა და უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. მისი დასრულების შემდეგ მწვრთნელს ევროპაში, ფაქტობრივად, ყველა დონეზე შეუძლია საქმიანობა.