„თელავსა“ და „შუქურას“ ფულადი ჯარიმები დააკისრეს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბები „თელავი“ და ქობულეთის „შუქურა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა დასაჯა, – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

დისციპლინარული კომიტეტის სხდომაზე 30 აპრილს ეროვნულ ლიგაში „გაგრასა“ და „თელავს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტები განიხილეს.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „თელავის“ გულშემატკივრები (ფანკლუბი) მატჩის ოფიციალური პირის მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს სკანდირებდნენ და გამოიყენეს პიროტექნიკა. ამის გამო კომიტეტმა „თელავი“ 5300 ლარით დააჯარიმა.

კომიტეტმა ასევე განიხილა 6 მაისს ეროვნული ლიგაში ქობულეთის „შუქურასა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის გამართული მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტები.

ელიგის ცნობით, ფაქტების შესწავლის საფუძველზე დაადგინდა, რომ ქობულეთის „შუქურამ“ მატჩის ჩატარების პირობები დებულების შესაბამისად არ უზრუნველყო, რის გამოც მატჩი დაგვიანებით დაიწყო და „შუქურა“ 1000 ლარით დაჯარიმდა.