ფერნანდო ტორესს იაპონიაში ძალიან მოსწონს
ფერნანდო ტორესს იაპონიაში ძალიან მოსწონს

იაპონურ კლუბ საგან ტოსუს ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ჟურნალისტებს გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები იაპონიის ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

„თუ მზად ხარ სწავლისთვის და გინდა უფრო ღრმად შეხვიდე იაპონურ კულტურაში, მაშინ აქ ცხოვრება უფრო მარტივი ხდება. თუ ჭკუა გიჭრის, ბევრი რამის შესწავლას შეძლებ. ეს იყო სასიამოვნო ექვსი თვე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერები ვართ და ვიმედოვნებ, რომ აქ დიდხანს დავრჩები“, – განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა, – „ვნახე იაპონელი მოთამაშეები, რომლებიც ევროპაში თამაშობდნენ ან ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდნენ. ისინი ძალიან ძლიერები და ტექნიკურები არიან, მაგრამ ასევე შეუძლიათ საკლუბო დონეზე პროგრესირება. ამ ქვეყანას და ამ ჩემპიონატს უდიდესი პოტენციალი აქვს“.

ესპანელი ფორვარდი საგან ტოსუში ატლეტიკოდან 2018 წლის ზაფხულში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.