ტორესი - „ატლეტიკოში“ რონალდოსი არავის ეშინია
ტორესი - „ატლეტიკოში“ რონალდოსი არავის ეშინია

მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი, რომელიც ახლა იაპონიის კლუბ „საგან ტოსუს“ რიგებში ირიცხება, ფიქრობს, რომ მადრიდელებს „იუვენტუსის“ დამარცხების დიდი შანსი აქვს.

„ელ ნინიოს“ განცხადებით, „ატლეტიკოს“ „იუვენტუსის“ არ ეშინია. თუ მისი ყოფილი თანაგუნდელები ითამაშებენ ისე, როგორც ჩვევიათ, ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილი გუნდის მენტალიტეტით, მაშინ პირიქით, „ბიანკონერის“ უნდა ეშინოდეს.

„კრისტიანუ რონალდოსი არავის ეშინია“, – განაცხადა ტორესმა.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ ესპანურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 20 თებერვალსა და 12 მარტს დაუპირისპირდება.