პიტერ კრაუჩს მიაჩნია, რომ სალაჰი უნდა იყოს „ლივერპულის“ ყველა დროის ნაკრებში - სუარესი და ფერნანდო ტორესი - არა #1TVSPORT
პიტერ კრაუჩს მიაჩნია, რომ სალაჰი უნდა იყოს „ლივერპულის“ ყველა დროის ნაკრებში - სუარესი და ფერნანდო ტორესი - არა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ყოფილმა ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა კომენტარი გაუკეთა მოჰამედ სალაჰის რეკორდს. ეგვიპტელმა „წითლების“ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანა მე-100 გოლი პრემიერლიგაში. აგრეთვე, კრაუჩმა სალაჰი კლუბის ორ სხვა ლეგენდას – ფერნანდო ტორესსა და ლუის სუარესს შეადარა.

„სალაჰმა „ლივერპულში“ 100 გოლი გაიფორმა – კლუბის ლეგენდებზე როჯერ ჰანტზე და ჯეკ პარკინსონზე ადრე. ის ფენომენია, რადგან უცხოელთაგან მხოლოდ ტიერი ანრიმ და სერხიო აგუერომ მიაღწიეს ამ ნიშნულს უფრო ნაკლებ მატჩში. მაგრამ არსებობს გრძნობა, რომ მას კვლავინდებურად არ აფასებენ, და ვერ გამიგია რატომ. შესაძლოა, მიზეზი იმაშია, რომ ფანტასტიკური სტატისტიკა, რომელსაც ის ყოველ სეზონში აჩვენებს, ნორმად აღიქმება.

ერთი წამით შეადარეთ ის ფერნანდო ტორესსა და ლუის სუარესს. გულშემატკივრებში ისინი თითქმის დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, განსაკუთრებულებად მიიჩნევიან. მაგრამ სალაჰს აქვს რეკორდი, რომელიც მარტივად ფარავს მათ. სიმართლე გითხრათ, „ლივერპული“, რომელშიც სუარესი თამაშობდა – ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო ბოლო წლებში.

უბრალოდ შეხედეთ, რას აკეთებს ის და იმ აზრამდე მიხვალთ, რომ სალაჰი – თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელია. მან უკვე დაიბევა ადგილი მარჯვენა ფლანგზე „ლივერპულის“ ყველა დროის ნაკრებში. ის აუცილებლად უნდა იყოს იქ ჯერარდთან, სუნესთან, რაშთან, დალგლიშთან ერთად. სუარესი და ტორესი – არა“, – დაწერა კრაუჩმა Daily Mail-ის ბლოგში.

პრემიერლიგის ბოლო ტურში სალაჰმა მე-100 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში „ლივერპულის“ მაისურით. ამ მიღწევისთვის მას 151 მატჩი დასჭირდა.

დატოვე კომენტარი