ტორესმა კარიერა დააასრულა
ტორესმა კარიერა დააასრულა

ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა, რომელიც ამჟამად იაპონურ კლუბ „საგან ტოსუს“ საკუთრებაა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

იგი თავის დროზე „ატლეტიკოში,“ „ლივერპულსა“ და „ჩელსიში“ თამაშობდა.

„18 სეზონის შემდეგ, დრო დადგა, კარიერა დავასრულო“, – დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

ტორესი იაპონურ კლუბში შარშან ზაფხულში ჩაირიცხა. მან ჯეი-ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ესპანელმა თავდამსხმელმა „ჩელსის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და ინგლისის თასი მოიგო, „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში კი ევროპა ლიგაზე იმარჯვა.

ტორესი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.