ფერნანდო ტორესმა ტოჩინოშინის ვიდეო დაპოსტა
ფერნანდო ტორესმა ტოჩინოშინის ვიდეო დაპოსტა

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი ფუკუოკაში სუმოს იმპერატორის თასს დაესწრო და საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ფოტო დადო.

„საოცარი განცდაა ფუკუოკას სუმოს ტურნირზე დასწრება. უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ამ სპორტსმენების ცოცხლად ყურება. ჩემი დიდი პატივისცემა სუმოს მოჭიდავეებსა და გულშემატკივრებს“, – დაწერა ესპანელმა ფეხბურთელმა.