ფერნანდო ტორესმა გადაწყვიტა, ფეხბურთს დაუბრუნდეს #1TVSPORT
ფერნანდო ტორესმა გადაწყვიტა, ფეხბურთს დაუბრუნდეს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზის მონაწილემ, ფერნანდო ტორესმა გადაწყვიტა, რომ მოედანს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ ფეხბურთელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩემი ცხოვრება წარმომიდგენია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ვთამაშობ, – წერს ფერნანდო ტორესი. – ამიტომ, დაბრუნება გადავწყვიტე. პარასკევს გაიგებთ, კონკრეტულად სად დავბრუნდები“.

ფერნანდო ტორესი თამაშობდა ისეთ გრანდებში, როგორებიც „ლივერპული“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“ და „მილანი“ არიან. 37 წლის ფეხბურთელმა კარიერის დასრულება 2019 წელს გადაწყვიტა. მისი ბოლო კლუბი იაპონური „საგან ტოსუ“ იყო.

ფერნანდო ტორესს სხვადასხვა დროს  მოგებული აქვს –  მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი (ორჯერ), ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და ინგლისის თასი.