ფერნანდო ტორესი მადრიდის „ატლეტიკოს“ B გუნდის მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ B გუნდის მთავარი მწვრთნელი ფერნანდო ტორესი გახდა. ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ტორესი „ატლეტიკოს“ 19-წლამდელთა გუნდს სამი წლის განმავლობაში წვრთნიდა, ხოლო B გუნდს სათავეში მომავალი სეზონიდან ჩაუდგება.
ფერნანდო ტორესი ფეხბურთელობისას „ატლეტიკოს“ ღირსებას ჯერ 2001-2007 წლებში იცავდა, შემდეგ კი – 2015-2018 წლებში. სხადასხვა დროს ის ასევე თამაშობდა „ლივერპულში“, ლონდონის „ჩელსისა“ და „მილანში“.
2012 წელს „ჩელსისთან“ ერთად ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ესპანეთის ნაკრებში ტორესი 2010 წლის მუნდიალის გამარჯვებულია, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.