ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო რალი-რეიდ „დაკარის“ მეათე ეტაპზე ავარიაში მოჰყვა.
ესპანელმა თავისი „ტოიოტათი“ ძალიან სწრაფი სიჩქარით მოინდომა ქვიშის ბორცვზე გადასვლა, რის შედეგადაც მისი ავტომობილი ორჯერ ამოტრიალდა და საბურავებზე დაეცა. ალონსოს მანქანას ორი საბურავი დაუზიანდა, აგრეთვე, წინა შუშა გაუტყდა. რემონტის შემდეგ, ფერნანდომ და მისმა შტურმანმა მარკო კომამ გზა გააგრძელეს.
ალონსო ავტომობილების საერთო ჩათვლაში მეათე ადგილზეა. ის ლიდერ კარლოს საინსს სამ საათზე მეტით ჩამორჩება.