ფერნანდო ალონსო საავადმყოფოდან გაწერეს
ფერნანდო ალონსო საავადმყოფოდან გაწერეს

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, “ალპინის” საჯინიბოს პილოტმა ფერნანდო ალონსომ საავადმყოფო დატოვა, სადაც ის ავტოავარიის შემდეგ იმყოფებოდა. ამის შესახებ დაწერა ინტერნეტ-გამოცემა Deportes Cuatro-მ.

კლინიკის დატოვების შემდეგ, ალონსომ სპეციალური ჩაფხუტი უნდა ატაროს, რომლითაც დაფიქსირებული იქნება მისი ყბები და კბილები. თუმცა, ეს სიახლე ჯერ უნდა დაამტკიცოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელს ავტომობილი დაეჯახა იმ დროს, როცა ის ველოსიპედით ვარჯიშობდა. პილოტს სახის ოპერაცია დასჭირდა.

ახალ სეზონში ალონსო “ალპინის” (ყოფილი “რენო”) ბოლიდით იასპარეზებს.