ფერნანდო ალონსომ ფორმულა 1-ში კარიერის ხანგრძლივობის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT

13:45, 12.06.2022

ბაქოში გაიმართა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი – აზერბაიჯანის გრანპრი. რბოლაში სტარტი აიღო „ალპინის“ პილოტმა ფერნანდო ალონსომ.

შესაბამისად, 40 წლის ესპანელმა გააუმჯობესა ფორმულა 1-ში კარიერის ხანგრძლივობის რეკორდი, რომელიც ლეგენდარულ გერმანელს მიხაელ შუმახერს ეკუთვნოდა.

ფორმულა 1-ში ალონსოს დებიუტიდან (2001 წელი) უკვე 7770 დღე გავიდა. მიხაელ შუმახერის კარიერა (1991-2012) 7763 დღე გრძელდებოდა.

მსგავსი