საჯინიბო „ფერარის“ ყოფილი შეფი მაურიციო არივაბენე კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლას შეუერთდა. 63 წლის იტალიელი სამშობლოში სამედიცინო სამსახურებს ეხმარება და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობს.
არივაბენე 2014-19 წლებში ხელმძღვანელობდა „ფერარის“. ის გახლავთ საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოს მრჩეველი.
მარიციო არივაბენე „ფერარის“ დირექტორის პოსტიდან გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. ზედიზედ ექვსი წელია, ფორმულა 1-ის პირად ჩათვლაში „მერსედესის“ პილოტი იმარჯვებს და კონსტრუქტორთა თასსაც სწორედ გერმანული საჯინიბო ეუფლება.