მთავარი კონკურენტის – “მერსედესის” შემდეგ, 2018 წლის ბოლიდი იტალიურმა საჯინიბო “ფერარიმ” წარმოადგინა.
ტრადიციულად, “სკუდერია” ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ ინახავს მანქანის სახელს, მაგრამ პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ “ფერარის” ინდექსი იქნება – SF71H.
ისევე როგორც “მერსედესის” შემთხვევაში, პრეზენტაცია ცოცხლად გაიმართა – მარანელოს დარბაზში სტუმრებს ტრადიციულ წითელ ფერში გადაწყვეტილი ბოლიდი წარუდგინეს.
ახალი მანქანების რეალური ძალა მალე გამოჩნდება – 25 თებერვალს, ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების პირველი სერია იწყება, 2018 წლის ჩემპიონატი კი მარტის ბოლოს აიღებს სტარტს.