„ფერარის“ ახალი ბოლიდი მარანელოში წარადგინეს
„ფერარის“ ახალი ბოლიდი მარანელოში წარადგინეს

მთავარი კონკურენტის – “მერსედესის” შემდეგ, 2018 წლის ბოლიდი იტალიურმა საჯინიბო “ფერარიმ” წარმოადგინა.

ტრადიციულად, “სკუდერია” ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ ინახავს მანქანის სახელს, მაგრამ პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ “ფერარის” ინდექსი იქნება – SF71H.
ისევე როგორც “მერსედესის” შემთხვევაში, პრეზენტაცია ცოცხლად გაიმართა – მარანელოს დარბაზში სტუმრებს ტრადიციულ წითელ ფერში გადაწყვეტილი ბოლიდი წარუდგინეს.

ახალი მანქანების რეალური ძალა მალე გამოჩნდება – 25 თებერვალს, ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების პირველი სერია იწყება, 2018 წლის ჩემპიონატი კი მარტის ბოლოს აიღებს სტარტს.