ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი ლეონარდო ბონუჩი უახლოეს ხანში კონტრაქტს გააფორმებს „ფენერბახჩესთან“.
როგორც ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, 36 წლის მცველი გაწყვეტს კონტრაქტს ბერლინის „უნიონთან“ და თავისუფალი აგენტის სტატუსით მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს თურქულ კლუბთან – 2024 წლის ივნისამდე. ელოდებიან, რომ ბონუჩი სტამბოლში უკვე 10 იანვარს გაემგზავრება.
მიმდინარე სეზონში ბონუჩიმ „უნიონის“ რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.