ფეხბურთი | ლუის ენრიკე - „მონაკოსთან“ განსაკუთრებული მატჩი გამოვიდა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა.
„„მონაკოსთან“ განსაკუთრებული მატჩი გამოვიდა, რადგან გოლი პირველივე შეტევისას გავუშვით. ამის შემდეგ მეტოქემ თავდაჯერება იგრძნო, ჩვენ კი ის სწრაფად დავკარგეთ, რის გამოც თამაშში დაბრუნება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ ამ გამოცდას თავი გავართვით.
ბუნებრივია, სირთულეები გვაქვს – ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ და დამატებითი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, რადგან ვალდებულები ვართ, ყველა მატჩი მოვიგოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს – არც ფეხბურთელობისას და არც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მსგავსი მხარდაჭერა არ მინახავს, ეს გამარჯვება მათ ეკუთვნით.
გასულ კვირას დეზირე დუე მკაცრად გააკრიტიკეს, თუმცა ის საოცარი ფეხბურთელია. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო, ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა“, – განაცხადა ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენ“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „მონაკოსთან“ განმეორებით შეხვედრას 25 თებერვალს ჩაატარებს.