ფეხბურთი | კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა და საგოლე შეტევა წამოიწყო - „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკო“ დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა და საგოლე შეტევა წამოიწყო - „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკო“ დაამარცხა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩში „მონაკოს“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.

„მონაკო“ მე-2 წუთზე ფოლარინ ბალოგუნმა დააწინაურა, ხოლო მე-18 წუთზე მანვე დუბლი შეასრულა და მასპინძლების უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

კვარაცხელიამ 22-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, მაგრამ ვიტიანამ შანსი ვერ გამოიყენა. მატჩის გმირი შეცვლაზე შესული დეზირე დუე გახდა, რომელმაც 29-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, მისი გადაცემის შემდეგ წონასწორობა აშრაფ ჰაკიმმა (41) აღადგინა, 67-ე წუთზე კი კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა და პარიზელებს გამარჯვება მოუტანა.

საპასუხო მატჩი „პარკ დე პრენსზე“ 21 თებერვალს გაიმართება.