ფეხბურთი | ლუის ენრიკე - დარწმუნებული ვარ, ვითარების შეცვლა შეგვიძლია #1TVSPORT
„მონაკოსთან“ მარცხის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, შეხვედრის გარკვეულ მონაკვეთებში პარიზელები არაზუსტად თამაშობდნენ და რამდენიმე არატიპური შეცდომაც დაუშვეს, რასაც ძლიერი მეტოქე აუცილებლად იყენებს.
„ცხადია, რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ. ბევრ გოლს არ ვუშვებთ და ახლა საჭიროა, ეს ნეგატიური მომენტი სწორად დავაბალანსოთ. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ვითარების შეცვლა და ამას შევეცდებით“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო მატჩი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის „ჩელსისთან“ ელის.