ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „მონაკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში „მონაკოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 60 წუთი ითამაშა და ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა. ეს გუნდები ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა გაიმარჯვეს.
ამჯერად „მონაკომ“ მეტოქეზე უკეთ ითამაშა. ანგარიში 27-ე წუთზე აკლიუშმა გახსნა, გოლოვინმა (55) ანგარიში ორამდე გაზარდა. ბარკოლამ (71) სხვაობა შეამცირა, მაგრამ ბალოგუნმა (73) მესამე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
25 ტურის შემდეგ პსჟ 57 ქულით ისევ პირველ ადგილზე დარჩა, მაგრამ 8 მარტს „ლანსი“ (53) „მეცს“ თუ დაამარცხებს, ჩამორჩენას ერთ ქულამდე შეამცირებს.