ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს თერთმეტი წლის შვილი გარდაეცვალა
ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს თერთმეტი წლის შვილი გარდაეცვალა

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს შვილი გარდაეცვალა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარის თერთმეტი წლის გოგონას, ტატიანას (ტატა) დენმა დაარტყა.

ნუკრი რევიშვილის მეუღლე ცნობილი მოდელი თიკო ჩხეიძეა. ტატიანა მათი პირველი შვილი იყო.

მომხდარი ტრაგედიის გამო, პირველი არხი და სპორტის მიმართულება ნუკრი რევიშვილსა და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.