ნუკრი რევიშვილი - ამ გოლის შემდეგ კარში დგომა გამიჭირდება
ნუკრი რევიშვილი - ამ გოლის შემდეგ კარში დგომა გამიჭირდება

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტურის გმირი უდავოდ ნუკრი რევიშვილია. გორის “დილასთან” შეხვედრის ბოლო წამზე ”რუსთავის” მეკარემ გოლი გაიტანა და სტუმრებს ქულა გადაურჩინა.

საქართველო ნაკრებისა და “რუსთავის” მეკარე პირველ არხთან ამბობს, რომ მსგავსი ემოცია არასოდეს განუცდია.

”რა მომივიდა, აქამდე ვერ ამიხსნია. ბოლო წამები იყო და ამ დროს აზრი აღარ ჰქონდა, 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. გოლი სულ სხვა შეგრძნებაა, რაც პირველად ახლა გამოვცადე და პირდაპირ გეტყვი, ასეთი სიამოვნება, სიხარული, ემოცია და წარმოუდგენელი განცდა ფეხბურთისგან არასოდეს მიმიღია. მით უფრო, რომ გუნდი აგებდა და ამ გოლით “რუსთავს” ქულა მოვუტანე. ამის შემდეგ კარში დადგომა გამიჭირდება” – ამბობს რევიშვილი.