საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი წარმატების დასაწყისია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი წარმატების დასაწყისია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ყოფილმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა და ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უპირველესად, მინდა, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება კიდევ ერთხელ მივულოცო, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იყო.

საბერძნეთთან ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა, მაგრამ ქომაგი არ ჩერდებოდა და ბოლომდე გვერდით ედგა ნაკრებს. ეს ქართული ფეხბურთის უდიდესი სიხარული და წარმატებაა, დიდი ისტორია დაიწერა.

გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე სიამოვნებით წავალ. მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ასეთი წარმატების მიღწევა ვერ შევძელით, მაგრამ ამ სიხარულის მონაწილეები ვართ და ისევე ვიზიარებთ, როგორც გუნდის წევრები. ვფიქრობ, ეს ქართული ფეხბურთის დიდი წარმატების დასაწყისია“, – განაცხადა ნუკრი რევიშვილმა.