ნუკრი რევიშვილი - იმედი მაქვს, მოვიგებთ და თანაც, კარგად მოვიგებთ
ნუკრი რევიშვილი - იმედი მაქვს, მოვიგებთ და თანაც, კარგად მოვიგებთ

ნუკრი რევიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსს ერთა ლიგის ნახევარფინალში დაამარცხებს და პლეი ოფის ფინალში გავა – ამის შესახებ ეროვნული გუნდის ყოფილმა მეკარემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.

„რთული დღეა, ყველა ვნერვიულობთ, მაგრამ დიდი იმედის დღეცაა. ბიჭებმა იციან, ბელარუსთან რა მნიშვნელობის მატჩია და რომ ხალხის გასახარებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. ბელარუსის ნაკრები საჩუქარი ნამდვილად არაა, მით უფრო ასეთი მატჩის დროს. ვაისთან თამაში მომიხდა. კარგი მწვრთნელი და ადამიანია. სწორი მინიშნებები და განხილვა იცის, მაგრამ დღეს ისეთი მატჩია, მოტივაცია არავის სჭირდება. მე იმას ვფიქრობ, კვარაცხელიას ვინ შეაჩერებს – ეს ბიჭი რუსეთში ძალიან კარგად ათამაშდა და ჩვენი იმედია. იმედი მაქვს, მოვიგებთ და თანაც, გემრიელად მოვიგებთ“, – ამბობს ნუკრი რევიშვილი, რომელიც ეროვნული ნაკრებიდან 2019 წლის 23 მარტს საზეიმოდ გააცილეს.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის დღეს 20:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.

სრულად გადაცემა „ტაიმაუტი“ იხილეთ ბმულზე.