„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული 1 900 გვერდი და ჯგუფი წაშალა
„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული 1 900 გვერდი და ჯგუფი წაშალა

„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული 1900 გვერდი და ჯგუფი წაშალა. როგორც სოციალურ ქსელში განაცხადეს, ეს გვერდები და ჯგუფები „კოორდინებულად და შეუსაბამოდ იქცეოდნენ“.

აღნიშნული გვერდებიდან რამდენიმეს 50 ათასი მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო ჯგუფებში 1,7 მილიონი მომხმარებლის ანგარიში იყო გაწევრიანებული.

„ფეისბუქის“ ცნობით, სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშები იყო შექმნილი, რომლებიც ჯგუფებს მართავდნენ და ე.წ. სპამს ავრცელებდნენ.

სოციალური ქსელიდან წაშლილი ჯგუფებისა და გვერდების ნაწილში პუბლიკაციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. მათ შორის, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტს, ადგილობრივ და რეგიონულ პოლიტიკას, ლტოლვილებს და ყირიმში არსებულ ვითარებას.

513 წაშლილი ანგარიში ირანთან, ხოლო დანარჩენები მაკედონიასთან და კოსოვოსთან იყო დაკავშირებული.

„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ სოციალური ქსელიდან წაშლილი გვერდები და ჯგუფები ერთნაირი პრინციპით მოქმედებდნენ და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ.