„ფეისბუქმა“ ახალ ზელანდიაში ტერაქტების ამსახველი 1,5 მილიონი ვიდეო წაშალა
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ზელანდიაში ტერაქტების ამსახველი 1,5 მილიონი ვიდეო წაშალა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საუბარია სოციალური ქსელიდან პირველ 24 საათში წაშლილ ვიდეოებზე.
„ფეისბუქის“ ინფორმაციით, წაშლილი ვიდეოებიდან 1,2 მილიონი ატვირთვისას დაიბლოკა.
ამასთან, კომპანიის ცნობით, ტერაქტების მსხვერპლთა ახლობლებისადმი პატივისცემის ნიშნად, ქსელიდან იშლება ფაქტთან დაკავშირებული შემდგომში რედაქტირებული ვიდეოებიც.
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა.