„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსება ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ, მათ შორის საქართველოშიც
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსება ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ, მათ შორის საქართველოშიც

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსება ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

სოციალური ქსელის გადაწყვეტილებით, 5 აგვისტოდან, შერჩეულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სუბიექტებს, რომლებსაც სოციალური, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსება სურთ, შესაბამისი ავტორიზაცია უნდა გაიარონ. პოლიტიკურ ფიგურებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ან არჩევნებთან დაკავშირებით რეკლამის განთავსების მსურველებმა ავტორიზაციის პროცესის გავლით უნდა დაადასტურონ, თუ რომელი პიროვნება ან ორგანიზაციაა რეკლამის განთავსებაზე პასუხისმგებელი.

საქართველოში „ფეისბუქში“ რეკლამის განთავსებისთვის სავალდებულო ხდება მონაცემების სარეკლამო ბიბლიოთეკაში განთავსება. ამაში შედის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქმნის, ცვლის, აქვეყნებს ან აჩერებს რეკლამას სოციალური საკითხების, არჩევნების ან პოლიტიკის შესახებ.

„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია შემდეგ წესებს ადგენს: სოციალური, საარჩევნო და პოლიტიკური საკითხების რეკლამირებისთვის, პიროვნება აუცილებელია, იყოს იმ გვერდის ადმინისტრატორი, რომელი გვერდიც რეკლამის განთავსებას გეგმავს. თუ თქვენ არ ხართ გვერდის ადმინისტრატორი ან სარეკლამო რგოლის შემქმნელი, თქვენ უნდა სთხოვოთ გვერდის ადმინისტრატორს, რომ დაგამატოთ აღნიშნულ გვერდზე ადმინისტრატორად, ან გაუზიაროთ ეს შინაარსი გვერდის ადმინისტრატორს და რეკლამირების ავტორიზაციის პროცესი მათ დაასრულონ. გვერდს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი გვერდის ადმინისტრატორი დადასტურებული იდენტიფიკაციით. ინდენტიფიკაციის დადასტურებისთვის შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების არჩევა: მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, ორი ოფიციალური დოკუმენტი, ნოტარიულად დამოწმებული ფორმა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ „ფეისბუქიდან“. წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს გაცემული იმ ქვეყნის მიერ, სოციალური თემების, არჩევნების ან პოლიტიკის შესახებ რეკლამის განთავსებაა გამიზნული.

რეკლამის განთავსების მსურველი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ყველა დოკუმენტზე ნაჩვენებია ქვეყნის სახელი, სადაც ავტორიზაციის გავლა ხდება. დოკუმენტი უნდა იყოს ვადიანი და ვადაგასული დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია. პირადობის დამადასტურებელი საბუთების განხილვა 48 საათში უნდა მოხდეს და პასუხისმგებლობაზე უარის თქმის გამოხმაურება ჩვეულებრივ 24 საათში სრულდება.

გასათვალისწინებელია, რომ სოციალური თემების, არჩევნების ან პოლიტიკის განხილვის დრო შეიძლება გაგრძელდეს 72 საათამდე.

„ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირადობის მოწმობას ან ოფიციალურ დოკუმენტს თქვენი პირადობის დასადასტურებლად. ჩვენ ასევე გამოვიყენებთ მას, რათა ხელი შეუწყოს რისკების აღმოჩენას, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პერსონაცია ან პირადობის მოპარვის ქურდობა, რაც ხელს შეუწყობს თქვენ და ჩვენს საზოგადოებას უსაფრთხოებას. ის არ გაზიარდება თქვენ პროფილზე, რეკლამაში ან თქვენი გვერდის სხვა ადმინისტრატორებთან ან სარეკლამო ანგარიშებზე. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავადასტურებთ თქვენს იდენტურობას და გავივლით შესაბამისობის შემოწმებას, ჩვენ წავშლით თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან სხვა დოკუმენტს 30 დღეში. კანონით მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ უსაფრთხოდ შევინახავთ თქვენს სახელს და დაბადების თარიღს უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.