„ფეისბუქის“ 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია შესაძლოა, ჰაკერებმა მოიპოვეს
კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა შესაძლოა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ანგარიშებისადმი წვდომა მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს. სოციალური ქსელის ხელმძღვანელებმა პრობლემა მიმდინარე კვირას აღმოაჩინეს, რომელიც ამჟამად აღმოფხვრილია. უცნობია, მოასწრეს თუ არა ჰაკერებმა ანგარიშების გატეხვა.
Facebook-ში აცხადებენ, რომ არ იციან, ვინ დგას კიბერშეტევის უკან და ვერ აფასებენ მის მასშტაბებს.
კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული უსაფრთხოების ზომების გამო, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ 90 მილიონ მომხრებელს დღეს პირად ანგარიშზე ხელახლა შესვლა მოუწია.