ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში „ფეიენოორდმა“ „იგლსს“ უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა – 3:0.
ამ გამარჯვებით, „ფეიენოორდმა“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა – სატურნირო ცხრილში 79 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა, რადგან მეორეადგილოსან „ეინდჰოვენს“ 11 ქულით ასწრებს.
„ფეიონოორდმა“ ნიდერლანდების ჩემპიონობა უკვე 16-ჯერ იზეიმა. როტერდამელები ერედივიზიონის ჩემპიონები ბოლოს 2016/17 წლების სეზონში გახდნენ.