დუშან ტადიჩი ერედივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

10:47, 14.09.2021

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი დუშან ტადიჩი გასული სეზონის შედეგების მიხედვით ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

32 წლის სერბმა ერედივიზიონში 34 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა ტადიჩის თანაგუნდელი, ნახევარმცველი რაიან გრავენბერხი. 19 წლის ფეხბურთელმა 32 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი