ნიდერლანდების ერედივიზიონში წლის გოლი გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

08:07, 25.10.2021

დაუჯერებელი სილამაზის გოლი გავიდა ნიდერლანდების ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც „გრონინგენი“ შინ „ალკმაარს“ იღებდა. მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

პირველი გოლის ავტორი გახდა ფორვარდი სირილ ნგონგე. 21 წლის ბელგიელმა მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ე.წ. „მორიელის დარტყმით“ გაუშვა მეტოქის კარში.

სოციალურ ქსელში თანხმდებიან იმაზე, რომ ეს გოლი მთავარი პრეტენდენტი იქნება ფიფა-ს მიერ დაწესებულ პუშკაშის პრიზზე, რომელიც წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა.

https://twitter.com/i/status/1452344250071400459

მსგავსი