ბაზელში მინდინარე ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირის გამარჯვებული ლეგენდალური შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გახდა. მან კარიერის განმავლობაში ეს ტურნირი მეცხრედ მოიგო, ხოლო კარიერაში კი 99-ე მოგებული ტურნირია.
დღეს, ტურნირის დასკვნით შეხვედრაში, როჯერმა რუმინელი ჩოგბურთელი მარიუს კოპილი, ანგარიშით – 7:6 6:4, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. როჯერი ზეგიდან, პარიზში მასტერსის ტურნირში ჩაებმება, სადაც პირველი წრიდან განთავისუფლებულია. ის მეორე წრეში კანადელ მილოშ რაონიჩსა და ფრანგ ჟო ვილფრედ ცონგას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
პარიზის ტურნირი მასტერსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. წელს, საფრანგეთის დედაქალაქს, მსოფლიოს თითქმის ყველა საუკეთესო ჩოგბურთელი ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, პარიზის მასტერსზე, ნიკოლოზ ბასილაშვილიც იწყებს ასპარეზობას. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდება.