ფედერერმა ბაზელის ტურნირი მეცხრედ მოიგო

20:10, 28.10.2018
BASEL, SWITZERLAND - OCTOBER 28:  Roger Federer of Switzerland celebrates during the final match of the Swiss Indoors ATP 500 tennis tournament against of Marius Copil of Romania at St Jakobshalle on October 28, 2018 in Basel, Switzerland.  (Photo by Harold Cunningham/Getty Images)

ბაზელში მინდინარე ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირის გამარჯვებული ლეგენდალური შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გახდა. მან კარიერის განმავლობაში ეს ტურნირი მეცხრედ მოიგო, ხოლო კარიერაში კი 99-ე მოგებული ტურნირია.

დღეს, ტურნირის დასკვნით შეხვედრაში,  როჯერმა რუმინელი ჩოგბურთელი მარიუს კოპილი, ანგარიშით – 7:6 6:4, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. როჯერი ზეგიდან, პარიზში მასტერსის ტურნირში ჩაებმება, სადაც პირველი წრიდან განთავისუფლებულია. ის მეორე წრეში კანადელ მილოშ რაონიჩსა და ფრანგ ჟო ვილფრედ ცონგას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პარიზის ტურნირი მასტერსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. წელს, საფრანგეთის დედაქალაქს, მსოფლიოს თითქმის ყველა საუკეთესო ჩოგბურთელი ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, პარიზის მასტერსზე, ნიკოლოზ ბასილაშვილიც იწყებს ასპარეზობას. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდება.

მსგავსი