„ფედერალისტი“ - ობამამ 2017 წელს თეთრი სახლის თანამშრომლებს დაავალა, რომ ტრამპის რუსეთთან შესაძლო შეთქმულების გამოძიების დეტალების მომავალი ადმინისტრაციისთვის გაზიარება არ დაეშვათ
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის საქმის დახურვის ფონზე, აშშ-ის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გაზიარებული მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ ბარაკ ობამამ, ჯო ბაიდენთან ერთად, 2017 წლის 5 იანვარს ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე თეთრი სახლის თანამშრომლებს მისცა დავალება, მომავალი ადმინისტრაციისთვის არ გაეზიარებინათ ინფორმაცია დონალდ ტრამპსა და რუსეთს შორის სავარაუდო კავშირის შესახებ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა „ფედერალისტი“ წერს.
„ფედერალისტის“ ცნობით, ობამამ თეთრი სახლის მთავარ პირებს დაავალა, საკუთარი ადმინისტრაციის მიერ ჰილარი კლინტონის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საიდუმლოდ დაფინანსებული კვლევის შესახებ მომავალ ადმინისტრაციასთან არ ესაუბრათ. სწორედ ამ კვლევის ფარგლებში იყო დაშვებული, რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან შესაძლო შეთქმულებაში იყო. გამოცემა ამტკიცებს, რომ ტრამპის არჩევიდან მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებული სტრატეგიული ინფორმაციის მედიაში გაჟონვა ობამას ადმინისტრაციის გეგმის ნაწილი იყო.
სტატია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ „ტვიტერზე“ გააზიარა.