ფაბრიციო რომანო - მიუნხენის „ბაიერნსა“ და რალფ რანგნიკს შორის მოლაპარაკება კონკრეტულ ეტაპზეა #1TVSPORT
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ მომავალი სეზონიდან მთავარ მწვრთნელად რალფ რანგნიკის კანდიდატურას განიხილავს და მასთან მოლაპარაკების კონკრეტულ ეტაპზეა.
ამ მომენტისთვის მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა განიხილება. ავსტრიელ სპეციალისტს სურს, იცოდეს, რამდენად გრძელვადიანი პროექტი ელის „ბაიერნში“.
შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერის“ დამრიგებელი ტომას ტუხელი თანამდებობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
რაც შეეხება რანგნიკს, 65 წლის მწვრთნელი ამჟამად ავსტრიის ნაკრებს ავარჯიშებს და ევრო 2024-ისთვის ემზადება. მისი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი „შალკეს“ უკავშირდება, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა და გერმანიის თასიც მოიგო.