რალფ რანგნიკმა „ბაიერნს“ ოფიციალური უარი უთხრა #1TVSPORT
რალფ რანგნიკმა „ბაიერნს“ ოფიციალური უარი უთხრა #1TVSPORT

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა განაცხადა, რომ არ დატოვებს თავის ამჟამინდელ პოსტს და არ გადავა სამუშაოდ „ბაიერნში“.

„მთელი გულით ვგულშემატკივრობ ავსტრიის ნაკრებს. მომწონს მის წინაშე დასახული ამოცანები და განწყობილი ვარ იმისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ არჩეული გზა. მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის „ბაიერნისთვის“ ნათქვამი უარი, არამედ გადაწყვეტილება ჩემი ამჟამინდელი გუნდისა და ჩვენი ერთობლივი მიზნების სასარგებლოდ. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ მომავალ ევრო 2024-ზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ ტურნირზე“, – მოჰყავს რანგნიკის სიტყვები ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

უფრო ადრე გერმანულ პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ „ბაიერნში“ რანგნიკის დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია.