ფაბიო კაპელო - ევროპის ჩემპიონატის გადადება კარგი გადაწყვეტილებაა
ფაბიო კაპელო - ევროპის ჩემპიონატის გადადება კარგი გადაწყვეტილებაა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო დარწმუნებულია, რომ პანდემიის ფონზე ევროპის ჩემპიონატის გადადება კარგი იდეაა.

„ეს ერთი გრძელი დღეა, ძალიან გრძელი, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს AS. – ევროპის ჩემპიონატის გადადება კარგი გადაწყვეტილებაა. არავინ იცის, ყველაფერი როდის ან როგორ დამთავრდება.

ახლა ფეხბურთის თამაში არ შეიძლება. შეხედეთ, „ვალენსიას“, „ესპანიოლს“, ყველაფერი ძალიან რთულად არის. მე ფეხბურთის თამაში ორმოცდაათიანი წლების ბოლოს დავიწყე და მსგავსი არაფერი მინახავს“.