ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, ოთო ნემსაძის საიმიჯო ფოტოსესია გაიმართა [ფოტო]
11:57, 12.03.2019
2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ოთო ნემსაძის საიმიჯო ფოტოსესია გაიმართა.
ფოტოსესიის ავტორი პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფოტოგრაფი გიორგი ცაავაა. ფოტოები ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჟურნალებში გამოქვეყნდება.
გიორგი ცაავა 2010-2014 წლებში მუშაობდა კომპანია „ბრავო რექორდსში“, მისი მონაწილეობით შეიქმნა ალბომები: „შინ“ – „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ოთო ნემსაძე – „ფიქრების ზღვა“, სამორი ბალდე და ჯგუფი „გონივრული მოძრაობა“ – „ძველი რესურსი“, „მე ვხედავ მზეს“, ჯგუფი „ელდრაინის“ – „ბოლომდე“, დათო არჩვაძე – „ეს ქალაქია“. 2013 წელს გიორგი ცაავამ დააარსა ახალგაზრდული კულტურული ორგანიზაცია „ჯითიეს“ და განახორციელა სამი ფოტოპროექტი – „ჩემი პირველი ახალი წელი“, „9“ (მიძღვნილი შშმ ქალბებისადმი) და „სოციალური მეწარმეობის დოკუმენტალისტიკა საქართველოში“. უკანასკნელი ორი პროექტის ფარგლებში მოეწყო გიორგი ცაავას პერსონალური ფოტოგამოფენა.