ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, ოთო ნემსაძის საიმიჯო ფოტოსესია გაიმართა [ფოტო]
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, ოთო ნემსაძის საიმიჯო ფოტოსესია გაიმართა [ფოტო]

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ოთო ნემსაძის საიმიჯო ფოტოსესია გაიმართა.

ფოტოსესიის ავტორი პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფოტოგრაფი გიორგი ცაავაა. ფოტოები ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჟურნალებში გამოქვეყნდება.

გიორგი ცაავა 2010-2014 წლებში მუშაობდა კომპანია „ბრავო რექორდსში“, მისი მონაწილეობით შეიქმნა ალბომები: „შინ“ – „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ოთო ნემსაძე – „ფიქრების ზღვა“, სამორი ბალდე და ჯგუფი „გონივრული მოძრაობა“ – „ძველი რესურსი“, „მე ვხედავ მზეს“, ჯგუფი „ელდრაინის“ – „ბოლომდე“, დათო არჩვაძე – „ეს ქალაქია“. 2013 წელს გიორგი ცაავამ დააარსა ახალგაზრდული კულტურული ორგანიზაცია „ჯითიეს“ და განახორციელა სამი ფოტოპროექტი – „ჩემი პირველი ახალი წელი“, „9“ (მიძღვნილი შშმ ქალბებისადმი) და „სოციალური მეწარმეობის დოკუმენტალისტიკა საქართველოში“. უკანასკნელი ორი პროექტის ფარგლებში მოეწყო გიორგი ცაავას პერსონალური ფოტოგამოფენა.