ევროპის სუპერლიგის ხელმეორედ ამოქმედებიდან დღემდე სამი დღე გავიდა.ამ დროის განმავლობაში, TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების 21 კლუბმა უარი თქვა ახალ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობაზე:
ინგლისის ჩემპიონატი – მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, არსენალი, ლივერპული
ესპანეთის ჩემპიონატი – სევილია, ვალენსია, ატლეტიკო, სოსიედადი, ვილიარეალი
იტალიის ჩემპიონატი – ინტერი, ატალანტა, რომა, ფიორენტინა
გერმანიის ჩემპიონატი – ბაიერნი, დორტმუნდი, ლევერკუზენი
საფრანგეთის ჩემპიონატი – პარი სენ-ჟერმენი, მონაკო, ლიონი
უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი კლუბი, რომელიც დადებითად გამოეხმაურა სუპერლიგის შექმნას, იტალიის ჩემპიონი „ნაპოლია“. ამ მომენტისთვის, სუპერლიგის შემადგენლობაში მხოლოდ ორი კლუბია – „ბარსელონა“ და „რეალი“.