დასახელდა თარიღი, როცა ევროპის სუპერლიგის პროექტის ბედი გაირკვევა #1TVSPORT
დასახელდა თარიღი, როცა ევროპის სუპერლიგის პროექტის ბედი გაირკვევა #1TVSPORT

ევროკავშირის სასამართლო 21 დეკემბერს გამოიტანს განაჩენს ევროპის სუპერლიგის ორგანიზატორთა სარჩელზე უეფა-ს წინააღმდეგ, – იტყობინება გამოცემა Relevo.

სწორედ ამ დღეს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირის სასამართლომ, იყენებს თუ არა ბოროტად უეფა ევროპულ ფეხბურთში მონოპოლიას, თუ მას აქვს უფლება, დასაჯოს კლუბები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ისეთი ტურნირები, როგორიც სუპერლიგაა.

2021 წელს 12 კლუბმა (მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი, ლივერპული, ჩელსი, არსენალი, ბარსელონა, ატლეტიკო, რეალი, მილანი, ინტერი, იუვენტუსი) გამოაცხადა სუპერლიგის შექმნის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდნენ საფეხბურთო ორგანიზაციები, ასევე გულშემატკივრები. ამის შემდეგ პროექტიდან გამოვიდნენ მისი დამფუძნებლები, გარდა „რეალისა“ და „ბარსელონასი“.