„ბარსელონას“ პრეზიდენტმა დაასახელა კლუბები, რომლებიც სუპერლიგაში თამაშისთვის მზად არიან #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა დაასახელა კლუბები, რომლებიც სუპერლიგაში თამაშისთვის მზად არიან #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ევროპის სუპერლიგა შეიძლება ინგლისური კლუბების გარეშეც გავიდეს ფონს.

დღეისთვის მხოლოდ „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან ალტერნატიული ევროპული ტურნირის წევრები, რომლის ახალი ფორმატი 2023 წლის დეკემბერში წარადგინეს. Stadio RAC 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაპორტამ გამოაცხადა, რომ სუპერლიგის ჩატარების გეგმები წინ დიდი ნაბიჯებით მიდის.

„ბარსელონას“ პრეზიდენტის თქმით, სუპერლიგა, შეიძლება, 2025-26 წლების სეზონში დაიწყოს ან ერთი წლით ადრე. მანვე დაამატა, რომ არ არის აუცილებელი, ინგლისური კლუბები, რომლებიც უფრო ადრე საჯაროდ გამოვიდნენ სუპერლიგის წინააღმდეგ, პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდნენ. სამაგიეროდ, მან დაასახელა სერია A-ს ოთხი კლუბი, რომლებიც, მისი თქმით, მზად არიან ტურნირზე გამოსასვლელად.

„„Ბარსელონასა“ და „რეალის“ გარდა, იქ იქნებიან იტალიელები: „ინტერი“, „მილანი“, „ნაპოლი“ და „რომა“. ასევე, ფრანგული კლუბები, მაგალითად, „მარსელი“ და სამი პორტუგალიური კლუბი: „სპორტინგი“, „ბენფიკა“ და „პორტუ“, რომლებიც მოხარულნი იქნებიან სუპერლიგაში თამაშით. არიან, ასევე, ნიდერლანდელები (სავარაუდოდ, „აიაქსი“, „ფეიენოორდი“ და „ეინდჰოვენი“), „ბრიუგე“ და „ანდერლეხტი“ ბელგიიდან. 16 გუნდისგან შემდგარი ტურნირი უკეთესიც იქნება“, – განაცხადა ლაპორტამ.