20 კლუბი მზად არის, შეუერთდეს ევროპის სუპერლიგას #1TVSPORT
20 კლუბი მზად არის, შეუერთდეს ევროპის სუპერლიგას #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის მფლობელი კომპანიის, A22 Sports Management-ის თანადამფუძნებელმა, ანას ლაგრარიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაიმართა 50 კლუბთან და აქედან 20 კლუბი თანახმაა, შეუერთდეს სუპერლიგის პროექტს.

„არ მინდა, მათი სახელები ჩამოვთვალო, რათა პრობლემები არ შეექმნათ. 21 დეკემბრიდან მოყოლებული, ჩვენ დაახლოებით 50 სხვადასხვა კლუბს ველაპარაკეთ. მათგან 20 ძალიან მოტივირებულია პროექტით. უკვე საკმარისი რაოდენობით კლუბი გვყავს, რათა ტურნირი დავიწყოთ“, – მოჰყავს ლაგრარის სიტყვები გამოცემა Ouest France-ს.