ევროპის სახალხო პარტია - ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია დაუყოვნებლივი დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება
ევროპის სახალხო პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოში ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია დაუყოვნებლივი დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება.
ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ევროპის სახალხო პარტია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვიტერში“ ავრცელებს.
„ნიკა მელიას დაკავება და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა არის საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმა.
ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია დაუყოვნებლივი დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება. ახალი დემოკრატიული არჩევნები შესაძლოა, გამოსავალი იყოს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.