ევროპის სახალხო პარტია – ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია დაუყოვნებლივი დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება
ევროპის სახალხო პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოში ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია დაუყოვნებლივი დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება.
ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ევროპის სახალხო პარტია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვიტერში“ ავრცელებს.
„ნიკა მელიას დაკავება და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა არის საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმა.
ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია დაუყოვნებლივი დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება. ახალი დემოკრატიული არჩევნები შესაძლოა, გამოსავალი იყოს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
The detention of @NikaMelia5 & storming of the largest opposition party’s headquarters is an attack on the democracy of Georgia. The persecution of opponents must stop, urgent de-escalation is needed and political dialogue must resume. New democratic elections can be the way out.
— EPP (@EPP) February 23, 2021